დღეს, ბათუმის შემოვლითი მაგისტრალი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ხელისუფლების სხვა წევრებმა საზეიმოდ გახსნეს _ თუმცა, როგორც “აჭარა თაიმსი” იუწყება, ამჟამად გზა ჩაკეტილია.
მძღოლებს, რომლებმაც ამ შემოვლით გზის სარგებლობა გადაწყვიტეს, მაგისტრალზე ბეტონის ბარიერები დახვდათ და გზის გაგრძელება ვეღარ შეძლეს. ახლა ისინი ამ ფილების აღებას საკუთარი ძალებით აპირებენ.
აქვე შეგახსენებთ, რომ რიკოთი-ზესტაფონის მაგისტრალზე, რომელიც ორმხრივად რამდენიმე თვის წინ გაიხსნა, უკვე თვეზე მეტია, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიმართულება ჩაკეტილია.