17 ოქტომბერს ვერძის ნიშანში სავსემთვარეობაა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღეს სამყარო თითოეულ ადამიანს ენერგიით ავსებს და აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი თავი გამოხატოს, მიიღოს ახალი შესაძლებლობები და ფინანსურადაც დაწინაურდეს, რადგანაც სავსემთვარეობა ცეცხლის ნიშანშია. მიუხედავად იმისა, რომ ეს სავსემთვარეობა დაბნელებას არ ემთხვევა, ის ვერძსა და სასწორში რაჰუსა და კეტუს კარმული კვანძების ღერძზეა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული მოვლენა განსაკუთრებით საყურადღებო იქნება და ის 8 აპრილის დაბნელების მოვლენებს დაუკავშირდება. შეეცადეთ, გაიხსენოთ, რა დაიწყო აღნიშნულ დღეს თქვენს ცხოვრებაში ან რა შეიცვალა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, სწორედ ახლა განვითარდება და გაგრძელდება ის, რაც მაშინ დაიწყო. 17 ოქტომბრის სავსემთვარეობა კი ფინანსური თვალსაზრისით ზოდიაქოს ამ 3 ნიშნისთვის განსაკუთრებით სასარგებლო იქნება:
თევზები
სავსე მთვარე თქვენი შემოსავლის სექტორში იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფინანსური კუთხით საქმე იმაზე გაცილებით კარგად წარიმართება, ვიდრე შეიძლება, იფიქროთ. ეს შეიძლება, კარიერულ წინსვლას, მოულოდნელ ბონუსს, საკუთარ საქმეში გამართლებას დაუკავშირდეს. ამავდროულად, როგორც ასტროლოგები ამბობენ,17 ოქტომბრის სავსემთვარეობა დიდ ძალასა და შემართებას მოგცემთ, რომ საბოლოოდ გადაჭრათ ის საკითხები, რომლებზეც უკვე დიდი ხანია, ღელავთ, მაგრამ მოგვარების გზები ვერ იპოვეთ.