ლიამ პეინი, One Direction-ის ყოფილი ვარსკვლავი, 31 წლის ასაკში გარდაიცვალა.
როგორც ცნობილია, ის ბუენოს აირესში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს მესამე სართულის აივნიდან გადმოვარდა.
პოლიციაში აცხადებენ, რომ მათ სასტუმროდან შეტყობინება მიიღეს მამაკაცის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ალკოჰოლის და ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იყო.
ცნობისთვის, ჯგუფი one direction 2010 წელს შეიქმნა და აქტიური 2016 წლამდე იყო. one direction-ში სიმღერის გარდა, ლიამ პეინიმ 2017 წელს გამოუშვა თავისი სადებიუტო სოლო სინგლი, 2019 წელს კი სადებიუტო სოლო სტუდიური ალბომი lp.
2023 წელს ჯანმრთელობის პრობლემების გამო საავადმყოფოში 2-ჯერ აღმოჩნდა.