“ქართველები ისევ ისტორიას წერენ! თბილისი ევროპის ნამდვილი დედაქალაქია”, – ასე ეხმაურება თბილისში მიმდინარე ევროპულ მარშს გერმანიის ბუნდესტაგის წევრი მიხაილ როთი და სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს.
“ქართველები ისევ ისტორიას წერენ! დღეს ათიათასობით ადამიანი მართავს დემონსტრაციას თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული საქართველოსთვის. თბილისი ევროპის ნამდვილი დედაქალაქია. გმადლობ!” – წერს მიხაილ როთი.