ფოთში, უამინდობის გამო, სკოლებსა და ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა.
“სტიქიის შედეგად დატბორილია გზები, რაც აფერხებს დაწესებულებების ფუნქციონირებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეჩერდა სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ფუნქციონირება 2024 წლის 21 ოქტომბრიდან, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებამდე“,- ნათქვამია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.