ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მარნეულში 69-ე უბანზე კენჭისყრის პროცესი დროებით შეჩერებულია.
როგორც ადმინისტრაციაში განმარტავენ, როგორ გაგრძელდება მარნეულში მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის პროცედურა, საოლქო საარჩევნო კომისია გადაწყვეტს.
„საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე დროებით შეჩერებულია პროცესი“,- აცხადებენ ცესკო-ში.
ცოტა ხნის წინ აღნიშნულ საკითხს ბრიფინგზე გამოეხმაურა ცესკოს თავმჯდომარე. გიორგი კალანდარიშვილმა მარნეულის საოლქო კომისიას საკითხში სასწრაფო გარკვევა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება მოსთხოვა.