“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარ მონაცემებს უნდობლობას უცხადებენ.
მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” ოპოზიციის გამარჯვების აღიარება მოუწევს.
“ამ არჩევნების შედეგს ჩვენ არ ვაღიარებთ, არჩევნები არის მოპარული, საქართველოში ხელისუფლების უზურპაცია მოხდა, ეს არის საკონსტიტუციო გადატრიალება, “ქართული ოცნება” არის საკონსტიტუციო გადატრიალების ავტორი და ამაზე “ქართული ოცნება” აგებს პასუხს აუცილებლად იმ წესით, როგორი წესითაც ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა, მაგრამ ვიდრე ეს მოხდება, “ქართულ ოცნებას” მოუწევს ოპოზიციის გამარჯვების აღიარება”, – განაცხადა გვარამიამ.