“ის სისტემა, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციაში დაინერგა სრულად გამორიცხავს მანიპულაციას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, არჩევნების გაყალბების შესახებ ოპოზიციის ბრალდებებზე.
„იცით, რომ რეგისტრაცია, ხმის მიცემა ხორციელდებოდა ელექტრონულად და ერთ წამში, ღილაკზე თითის დაჭერით ითვლებოდა შედეგები. შესაბამისად, გამორიცხული იყო ყოველგვარი მანიპულაცია და ადამიანური შეცდომებიც კი. ასეთ პირობებში, რასაც ლაპარაკობენ კონკრეტული პარტიები და მათი წევრი ენჯეოები, არის იმედდაკარგული კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების სასოწარკვეთილი განცხადებები“, – აღნიშნა კობახიძემ.