BBC- ის ინფორმაციით, ბოლო ცნობებით, ესპანეთში, ვალენსიაში, წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 158-მდე გაიზარდა.
ამ დროისთვის, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში 1200 ადამიანია ჩართული, ამას გარდა, სტიქიის ზონაზე დაკვირვება დრონების მეშვეობითაც ხორციელდება.
როგორც ცნობილია, ესპანეთში წვიმები გაგრძელდება, რის გამოც მეფე ფილიპე VI აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობა არ დასრულებულა და საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებმა თავი უსაფრთხო ადგილებს უნდა შეაფარონ.