ჰელსინკის კომისიის ხელმძღვანელი, MEGOBARI Act-ის ავტორი ჯო უილსონი ამერიკის ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს.
უილსონმა ქართველ მილიარდერს „რუსეთის მარიონეტი“ უწოდა.
„რუსეთის მარიონეტი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დიქტატორულ სახელმწიფოდ აქცევს, რისთვისაც პუტინთან ერთად მუშაობს.
აშშ ბოლოსდაბოლოს უნდა დააწესოს მის წინააღმდეგ სანქციები, რასაც 2020 წელს ვითხოვდით სპიკერი ჯონსონი და მე“, _ ამბობს კონგრესმენი.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივლისში ჰელსინკის ლომისიამ წერილი მისწერა სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს, რომელშიც მოუწოდა, დაეწესებინათ სანქციები ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის.