“თუკი ფიქრობენ, რომ საქართველოში ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა და უნდა გაუქმდეს, მაშინ უნდა გაუქმდეს მოლდოვაშიც გუშინდელი საპრეზიდენტო არჩევნები. უნდა გაუქმდეს ლიეტუვაში ორი კვირის წინ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები, პოლონეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები, ბულგარეთის და ეს ოთხი მაგალითი, თორემ სხვა მილიონ მაგალითს მოგიყვანთ და დააკვირდით ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩევნები როგორ არის და იქაც დაინახავთ ამ სტანდარტით ფარულობის დარღვევას”,_ ამის შესახებ განცხადება დღეს გამართულ ბრიფინზე “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved