თუ ვინმეს ჰგონია, რომ კარვების საკითხი გავაჩერე, ძალიან ცდება – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
გვარამიამ მედიასთან საუბარში ასევე განმარტა, თუ რატომ ეს ესწრებოდა აქციებს ბოლო პერიოდის განმავლობაში.
“თუ ვინმეს ჰგონია, რომ კარვების საკითხი გავაჩერე, ძალიან ცდება. ძალიან ბევრი კარავი შეგროვდა და კიდევ გროვდება. ეს შემთხვევითი არ არის, მე რომ რამდენიმე აქციაზე ვერ დამინახეთ, მე მაქვს სხვა საქმე, ჩვენ განაწილებული გვაქვს როლები როგორც ჩვენი კოალიციის შიგნით, ასევე ოპოზიციაში. საქმე არის ძალიან ბევრი და ყველა ვმუშაობთ ჩვენ-ჩვენი მიმართულებით, რათა კოორდინირებული იყოს ეს ქმედებები და მაქსიმალურად ეფექტიანი”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.