ბახვი ჰესის მიერ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, კერძოდ, მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო და სექტემბერში დასრულდა სოფელ მშვიდობაურის (ოქროსქედი) 3 კმ-იანი ცენტრალური გზის მონაკვეთის მოხრეშვისა და მოსწორების სამუშაოები.
ჩატარებული აქტივობის განმავლობაში გაიწმინდა და მოეწყო გზის გვერდით არსებული სანიაღვრე არხებიც. ბახვი ჰესის ინფრასტრუქტურული პროგრამის ფარგლებში ჩატარდა სოფლების – უკანავა, მთისპირი, ვანისქედის გზების რეაბილიტაცია. ჯამში, გზების მოხრეშვა-მოსწორების სამუშაოები 8 კილომეტრიანი სიგრძის გზის მონაკვეთზე განხორციელდა. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved