ცესკოს ოპოზიციონერი წარმომადგენლები ENEMO, IRI, NDI და ODHIR-ი წარმომადგენლებს შეხვდნენ.
“ცესკოს ოპოზიციონერი წევრები შევხვდით საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომლებსაც ინფორმაცია მივაწოდეთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციის მიერ არჩევნების გამოცხადების დღიდან არჩევნების დღემდე თუ რა არასამართლებრივი გადაწყვეტილებები მიიღო ადმინისტრაციამ, რამაც გამოიწვია შემდგომში, რომ მანიპულაციების საშუალებები მისცა მმართველ პარტიას და საბოლოო ჯამში არჩევნების დღეს ყველამ ვიხილეთ გაყალბების მეთოდები,” – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა ცესკოში, დავით კირთაძემ.