“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.
“სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო პროკურატურიდან დამირეკეს, დაკითხვაზე გიბარებთო.
პროკურატურა რომელიც პირდაპირ ჩართული იყო არჩევნების გაყალბების სქემაში და მათ შორის პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში – ნდობა არა აქვს არც ჩემგან არც საქართველოს მოქალაქეებისგან.
შესაბამისად მისვლას არ ვაპირებ”,_ წერს წითლიძე.