თბილისში ქალთა მარში გაიმართა.
მარშის მონაწილეები პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან ჩემოდნები დატოვეს, რომლებზეც წერია: „ბიძინა წადი! მე ვრჩები!“, „საქართველო, მონატრებული დედის გარეშე“, „არა იძულებით ემიგრაციას“, „ემიგრაცია არჩევანი არ არის“. ისინი სკანდირებდნენ: „წადი, წადი“.
ამ დროისთვის ქალთა მარში დასრულებულია.
ქალთა მარშის ორგანიზატორების ინფორმაციით, ისინი შეუერთდებიან საპროტესტო აქციებს, რომელიც ოპოზიციამ და სხვადასხვა ჯგუფმა დააანონსა.