სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიის ადგილობრივი წევრები ამ წუთებში ქალაქ ოზურგეთში, „ქართული ოცნების“ ოფისის წინ არიან და საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას აპროტესტებენ.
ადგილზე მობილიზებული არიან პოლიციელები.
აქციის მონაწილეების თქმით, დღეს აუცილებელია ყველა ერთად ვიყოთ და ერთხელ და სამუდამოდ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები.
_ არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე საათში თბილისში წავიდეთ და იქ გავაგრძელოთ პროტესტი, _ ითქვა აქციაზე.
ავტორი