საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
“ევროპასა და ამერიკაში მაცხოვრებელ თანამემამულეებს! ნაცნობებს თუ უცნობებს, თქვენ მოგმართავთ! გამოფხიზლდით !
დროა გამოხატოთ მკაფიოდ თქვენი პოზიცია ამ უსასტიკეს, დაუნდობელ რუსულ სტილში ჩატარებულ სპეცოპერაციების მიმართ, თავისუფალი გამოხატვის ჩახჩობის შესახებ … დუმილი და ვითომც არაფერი ხდებოდეს სამშობლოში აღარ შეიძლება! ევროპა კარგია, მაგრამ მხოლოდ თქვენთვისაა, არ გამოვა! ღირსებით ევროპისკენ კი არა, ღირსებით ცხოვრება არის მთავარი და საკუთარ თავთან მართლად დარჩენა!
პოზიცია გამოხატეთ – პრესა და ტელევიზიებში, საელჩოებთან ან თუნდაც სოციალურ ქსელში ან ჩამოდით და დაუდექით გვერდში თქვენი ქვეყნის მომავალს.
პს. ეს ცხადია არ ეხება იმ ადამიანებს, ვინც პროტესტს გარედან შეუერთდა და იდგა საელჩოებთან”,_ წერს ზურაბიშვილი.