მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, სამეგრელო- ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულად დავით ვერავა დაინიშნა.
დავით ვერავა სამეგრელო- ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის პოზიციას იკავებდა.
სხვადასხვა დროს ის იყო საქართველოს ეროვნული ბანკის სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონული ფილიალის მმართველი, ასევე ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრი.