დედაქალაქში მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების ფონზე, თბილისის მერია პარლამენტთან სცენას აწყობს.
თბილისის მერი კახი კალაძე ხვალ, 14 დეკემბერს, 19 საათზე, მოსახლეობას საახალწლო ღონისძიებაზე ეპატიჟება.
“ხვალ დილით დაგეგმილია ოპოზიციის მხრიდან შეკრება-მანიფესტაცია, რაც შეეხება ნაძვის ხის ანთებას, ამას დილით არავინ გეგმავს. ღონისძიება დავაანონსეთ 19:00 საათზე და მოვუწოდეთ ყველას, მობრძანდნენ შვილებით, შვილიშვილებით, ერთად ავანთოთ ნაძვის ხე და ჩავიფიქროთ სურვილები“, – ამბობს კალაძე.