„აქ ცუდი რაღაც მოხდება და არ გვინდა რა, დავიშალოთ“, – ასე მიმართა პარლამენტიდან გამოსულმა მამუკა მდინარაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან შეკრებილ იმ მოქალაქეებს, რომლებიც რუსთაველზე ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე იყვნენ მისულები.
კითხვაზე, რატომ მიიღო ხელისუფლებამ ნაძვის ხის ანთების ღონისძიების გადადება, მამუკა მდინარაძემ თქვა:
„ჩვენ ჩვენი ხალხი გვიყვარს და მაგიტომ. ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან. ჩვენ შევხედეთ, აქ ბევრი ბავშვი არ იყო… დიდი მადლობა, რომ ითვალისწინებთ და დავიშალეთ. რაღაც ცუდ რაღაცეებზე არიან წამსვლელი და ამიტომ ნუ დავძაბავთ სიტუაციას… ბიჭებს მადლობა გადაუხადეთ“…
„ნუ ინტრიგნობთ“, – მიმართა მან ჟურნალისტებს, როდესაც კიდევ ერთხელ სთხოვეს მას ღონისძიების გადადების მიზეზზე საუბარი – „მიზეზი ის, რომ თქვენ რაც გინდათ, ის არ მოხდეს“.