საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოშტას ესაუბრა.
„ხაზგასმით აღვნიშნე, რომ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი მშვიდობიანი გზა იყო პოლიტიკური, ახალი არჩევნების გზით! დავრწმუნდი, რომ ევროკავშირი გააგრძელებს ქართველი ხალხის და მისი ევროპული მომავლის მხარდაჭერას“, – წერს ზურაბიშვილი X-ზე.
#GeorgiaEu
Talked tonight with @eucopresident costa about latest developments in Georgia. I underlined the only peaceful way out of the crisis was political, through new elections! I was assured that the EU will continue to support the Georgian people &their European future.— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) December 15, 2024
ინფორმაციისთვის, ორშაბათს, 16 დეკემბერს, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის დღის წესრიგი ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის განხილვას მოიცავს.