სანამ ახალი წელი დამდგარა, მადლობა გადაუხადეთ გასულ წელს. დიახ, აუცილებლად უთხარით მადლობა ყველა იმ დღის გამო, რაც სამყარომ გამოგიგზავნათ. იყავით მადლიერი, ეს მეტ სიკეთეს მოიტანს თქვენს ცხოვრებაში და განწყობაც აგიმაღლდებათ.
დაწერეთ თქვენი მიზნები და ოცნებები კონკრეტულად. გსურთ მეტი ფულის შოვნა? დაწერეთ რამდენის გამომუშავება გსურთ და როდის? სად გსურთ გამგზავრება და ვისთან ერთად? რა თვისებები გსურთ ახასიათებდეს თქვენს რომანტიკულ პარტნიორს? გააგზავნეთ კოსმოსში ზუსტი განწყობები და აუცილებლად დაგიბრუნდებათ. თუ აქამდე ჩუმად ოცნებობდით, ახლა დროა გაახმოვანოთ ისინი.
დაემშვიდობეთ თქვენს ძველ ისტორიებს. ეს აუცილებელია, თუ არ დაასრულებთ ძველს, ახლისთვის ფიზიკურად ადგილი აღარ გექნებათ.
შეადგინეთ ძველი ისტორიების სია და დაწვით, ეს არის რიტუალი, რომელსაც მიმართავენ სავსე მთვარეობაზე და ეს არის ცუდი მოგონებების გაშვების ძლიერი გზა. შემდეგ აიღეთ ფერფლი და მიმოაბნიეთ ბაღში ან ეზოში.
დაალაგეთ და გაასუფთავეთ სახლი. გადაყარეთ ყველაფერი, რაც აღარ გჭირდებათ. სუფთა, მოწესრიგებული სახლი ქმნის მშვიდ და მყუდრო გარემოს. ესაა იდეალური სივრცე, სადაც სამყარო პოზიტიურ სიახლეებს აუცილებლად გამოაგზავნის.
ავტორი