ცოტა ხნის წინ, გავრცელებული ინფორმაციით, დინამოსთან მდებარე ასპრია ფიტნესის დარბაზში ნიღბიანი პირები შეიჭრნენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ასპრია ფიტნესი და გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ვავრცელებთ განცხადებას, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია ასპრია ფიტნესის ინვენტარის დაზიანების შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს.
ასპრია ფიტნესის დინამოს ფილიალში არის სიმშვიდე და მომხმარებლები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ ვარჯიშს”,_ ნათქვამია განცხადებაში.