2024 წელი დასასრულს უახლოვდება. ტრადიციულად, დეკემბრის ბოლოსკენ უამრავი საქმე გროვდება და ვცდილობთ, ახალ წლამდე ყველაფერი მოვასწროთ. თუმცა, არის საქმეების ჩამონათვალი, რომლებიც უმჯობესია, დეკემბრის ბოლო კვირაში არ განვახორციელოთ, თუ არ გვსურს, რომ წარუმატებლობა და უიღბლობა მოვიზიდოთ:
ნუ დახარჯავთ ფულს წვრილმანებზე
წინასაახალწლო პერიოდში ბევრი ადამიანი ცდუნებას ვერ უძლებს და შემთხვევით ისეთი წვრილმანი ნივთებიც “შემოეყიდება”, რომლებიც რეალურად არ სჭირდება. შესაძლოა, თანხა სრულიად არამიზნობრივად დახარჯოთ და მომავალშიც ფინანსური პრობლემები შეგექმნათ.
არ წაიღოთ ფეხსაცმელი შესაკეთებლად
ჯობს, 31 დეკემბრამდე სპეციალისტთან ფეხსაცმელი შესაკეთებლად არ წაიღოთ. ითვლება, რომ ამ გზით 2025 წელს სიახლეებს დააბრკოლებთ და ახალი ნივთების შეძენაც გაგიჭირდებათ.
არ გაასესხოთ და არც ისესხოთ ფული
ითვლება, რომ ამ პერიოდში ფულის გასესხება ან სესხება სამომავლოდაც ფინანსურ პრობლემებს შეგიქმნით და მომავალ წელს წარმატების მოზიდვას შეაფერხებთ. ამიტომაც, შეეცადეთ, დეკემბრის ბოლო კვირა ფინანსური ვალდებულებების აღების გარეშე გაატაროთ.
































































