“მედიაჩეკერის” ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელისადმი სოლიდარობის აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვენ.