ნათლისღების დღესასწაულზე, ღვაწლმოსილი პედაგოგი, საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი ციური ბაბილოძე ნათლიასთან, ნარგიზ გიორგაძესთან მივიდა, წითელი მამლით ხელში…
_ სულ ცოტა, მეათედ მივედი მასთან ასეთი ჟესტით. ეს, ამ დიდი ქრისტიანულ დღესასწაულის თანმხლები ხალხური ტრადიციაა, რითაც სიყვარულს, გულითად დამოკიდებულებას გამოვხატავ… ნარგიზი ჩემი ნათლიაა და თავადაც საოცარი მიდგომით გამოხატავს ამ დღესასწაულს. ცოტა გვიან მოვინათლე, თუმცა უდიდესი სიყვარული და რწმენა შემომაქსოვა ამ ადამიანმა. რა თქმა უნდა, მუდამ ვანთებ სანთლებს, მივდივარ ეკლესიაში, შემდეგ კი ჩემს ნარგიზისთან…_ ამბობს ქალბატონი ციური.
_ვის ჰყავს ჩემისთანა სულიერი შვილი? ის არ ღალატობს ტრადიციას, მუდამ ასე მოდის ჩემთან, ძალიან, ძალიან მიყვარს… მას ეკლესიური წესი და თანმხლები ხალხური ტრადიცია არასდროს ავიწყდება, _ პასუხობს ნათლია ნარგიზი…
ციური ბაბილოძეს, როგორც თავად გვეუბნება, მიაჩნია, რომ დღეს როცა ასე გაფერმკრთალებულია ადამიანური ურთერთობები, სიყვარული და სითბო, ის გაათმაგებული სიყვარულით გამოხატავსადამიანური ურთიერთობებისთვის ასე აუცილებელ თვისებებს .
_ჩვენი ციური მასწავლებელი ყველას მიმართ ასეთია. შინ, დიდ ოჯახში თუ გარეთ , საყვარელ სკოლაში, სადაც 62 წელია, მუშაობს და ყველაზე ძალიან სწორედ ამ მოყვასი ბუნების გამო უყვართ, _ ამბობენ პეაგოგები და მოსწავლეები.
დღეგრძელობა და ყოველი მამლის ყივილზე მშვიდობიანი დილა მარად უბერებელ, მარად ახალგაზრდული სულით სავსე ციური მაწავლებელს და მის ნათლიას.
ავტორი