საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ შეკრებილი მოქალაქეები ყოველდღიურ რეჟიმში მართავენ „ტელევიზიას ტელევიზიის წინ”, რადგან პირველი არხის ხელმძღვანელობამ დაარღვია პირობა, ისინი კრიტიკული აზრის მქონე მოქალაქეებს საეთორო დროს ახალი წლის პერიოდის შემდეგ აღარ უთმობს.
სწორედ ამიტომაც, საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილი სხვადასხვა ჯგუფები საკუთარ სათქმელს შენობის გარეთ, ფეისბუკ გვერდებისა თუ ონლაინ მედიების დახმარებით პირდაპირ ეთერში აჟღერებენ.
გუშინ უმცირესობის წარმომადგენლებმა ავტორიტარიზმის პირობებში ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების პრობლემების გამწვავებაზე ისაუბრეს. მათი თქმით, რელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებმა უკეთ იციან თუ რას ნიშნავს ავტორიტარიზმში ცხოვრება, რადგან ქართულ პოლიტიკას უკვე წლებია ახასიათებს საპოლიციო კონტროლიდან ამ რეგიონებისა და თემების დანახვა.
ცენტრში, დიდ ქალაქებში სამოქალაქო თუ პოლიტიკური უფლებებით სარგებლობა, კრიტიკული აზრის გამოთქმა, საკუთარი წარმომადგენლების ყოლა პოლიტიკაში გარკვეულწილად ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა პერიფერიაში, რეგიონებში რადიკალურად განსხვავებული სურათი გვაქვს, რადგან ადგილიბრივი პოლიტიკური კლასი თუ ელიტები არ არიან დაინტერესებულნი ამგვარი რეგიონების დემოკრატიზაციისა და პროგრესში წვლილის შეტანით, არამედ, პირიქით.
საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ შეკრებილი უმცირესობების თქმით, ისინი არაღირებისა და უგულებელყოფის პირობებში წლებია ცხოვრობენ და მედიებსა და პოლიტიკოსებს მხოლოდ მაშინ ახსენდება ისინი , როდესაც ქვეყანა სხვადასხვა ტიპის კრიზისში შედის ან წინასაარჩევნოდ მხღდაჭერა სჭირდებათ.
ავტორი