თუკი გსურთ, რომ ზამთრის სეზონში იმუნიტეტი გაიძლიეროთ, მაშინ უმჯობესია, ჯანსაღი კვების რეჟიმზე გადახვიდეთ.
ამოიღეთ რაციონიდან მარილიანი და შაქრიანი კერძები, სანაცვლოდ კი ჩაამატეთ მეტი მწვანილი და ხილ-ბოსტნეული. ცივ ამინდში იმუნური სისტემის გასაჯანსაღებლად, საუკეთესო არჩევანი ისეთი სეზონური ბოსტნეულია, როგორიცაა სტაფილო და კარტოფილი.
თუ ზამთარში საკმარის დროს არ გაატარებთ ბუნებრივ შუქზე, ამან შეიძლება გამოიწვიოს D ვიტამინის დეფიციტი, რაც უარყოფითად იმოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე.
როდესაც თავისუფალი დრო გექნებათ, გადით გარეთ და თუნდაც დღეში 20 წუთი გაატარეთ გარეთ. დაიმახსოვრეთ, მზის სხივები, ღრუბლიან ამინდშიც კი აღწევს ჩვენამდე.
თბილ ტანსაცმელში ადვილია გაოფლიანება, ეს დანაკარგი კი, სწორედ ონკანის წყლით უნდა შეივსოთ. მოერიდეთ ალკოჰოლს, ყავას და ჩაის, რადგან ეს სასმელი, სასმელი წყლის დეფიციტს კიდევ უფრო გაამწვავებს.
მართალია ზამთარში დილით გაღვიძება ადვილი არ არის, მაგრამ უნდა შეეცადოთ დაიცვათ თქვენი რეგულარული ძილის რეჟიმი.
დამატებით, ძილის ხარისხის გასაუმჯობესებლად, მოერიდეთ საღამოს საათებში კოფეინს, ვარჯიშს და საკვების მიღებას.
თუ გარეთ დიდ დროს ატარებთ, მაშინ თავი უნდა დაიცვათ ჰიპოთერმიისგან, მოყინვისა და გადაციებასთან დაკავშირებული სხვა პრობლემებისგან.
მიადევნეთ თვალი ამინდის პროგნოზს და ჩაიცვით სათანადოდ. შეიძინეთ თბილი ზამთრის ქურთუკი, ნაქსოვი ქუდი, კაშნე და ხელთათმანი, რადგან ზამთრის მთავარი გამოწვევა, სითბოს შენარჩუნებაა.