კვლევების მიხედვით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დასაქმებულთა 54% სწორედ გადაღლასა და გამოფიტვას უჩივის.
ცხოვრების ამ ეტაპზე, ადამიანთა უმრავლესობა უმრავლესობა შფოთვით, ბრაზითა და შიშითაა აღსავსე. ეს ემოციები სხეულს როგორც გონებრივ, ასევე ფიზიკურ გამოფიტვას უწყობენ ხელს. ამიტომ აუცილებელია ემოციური ბალანსი, რათა სტრესი ადვილად დაძლიოთ. იოგა, ფიზიკური აქტივობები, აუდიო და ვიზუალური თერაპიები ნამდვილად დაგეხმარებათ გონების გადატვირთვაში. 20 წუთის განმავლობაში გასეირნებაც კი შვებას მოგიტანთ!
გამოფიტვის დროს ძალიან მნიშვნელოვანია გამოკვებოთ გონება. ცხიმების, პროტეინებისა და ნახშირწყლების ჯანმრთელი მიქსი სასიცოცხლო ენერგიის წყაროა.
მიიღეთ მარცვლეული, ხილი, ბოსტნეული და თხილეული. დალიეთ საკმარისი რაოდენობის წყალი. უარი თქვით ალკოჰოლზე. მოერიდეთ ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა თეთრი პური, თეთრი ბრინჯი, შაქრიანი სასმელები და სხვა სახის მავნე საკვები. ნუ მიირთმევთ დაძინებამდე 4 საათით ადრე.
დანერგეთ მცირე შესვენებების პრინციპი მუშაობისას. ყოველი 1.5-2 საათი მუშაობის შემდეგ, ორგანიზმი დასვენებას ითხოვს. ეს გამოიხატება წყურვილისა და შიმშილის, კონცენტრაციის დაკარგვის შეგრძნებით. ამიტომ, გამოეთიშეთ სამუშაოს და შეისვენეთ 10-20 წუთი.