“დევნილი ბავშვების გეშინოდეთ” – დევნილების სააგენტოსთან პროტესტი გამართეს.
აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ მოქალაქეები, მათ შორის, აქტივისტი ვენერო მელუა, მწერალი ზურა ჯიშკარიანი და მსახიობი კახა კინწურაშვილი.
“დევნილებს ცეცხლი აღარ უნდა ეკიდოთ, ცეცხლი უნდა ეკიდოს ოლიგარქიას!” – განაცხადა კინწურაშვილმა.
ინფორმაციისთვის, 2025 წლის 25 იანვარს დევნილთა სააგენტოსთან აფხაზეთიდან დევნილმა ზამირ კვეკვესკირმა თავი დაიწვა.

































































