https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – ვმუშაობთ, რომ ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა სამშვიდობო შეთანხმებას ახლა მივაღწიოთ

    მარკ რუტე: ევროპა რუსეთთან ომისთვის უნდა მოემზადოს

    დრონებით თავდასხმის გამო, ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო

    დონალდ ტრამპი – გაკვირვებული ვარ, რომ ამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში არჩევნები არ ჩატარებულა

    რა შეიძლება მოსთხოვოს ტურისტებს აშშ-მ ქვეყანაში შესვლამდე

    ზელენსკი: უკრაინა მზადაა არჩევნებისთვის, თუ უსაფრთხოება გარანტირებული იქნება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ოზურგეთში გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევებმა მოიმატა – რას ამბობს ეპიდემიოლოგი

15:12; 17.02.2025
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

“დღეისათვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევათა მატება ფიქსირდება.  თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ რაოდენობა ამ პერიოდისათვის დამახასიათებელ სეზონურ ნიშნულს არ სცდება და ფიქსირდება ძირითადად სპორადული შემთხვევები. ეპიდ სიტუაცია გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების მხრივ მუნიციპალიტეტში მართულია”,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგმა ელზა სიმონიშვილმა განუცხადა.

სიმონიშვილის თქმით, გრიპისმაგვარ დაავადებათა რაოდენობა მომატებულია თითქმის ყველა ასაკობრივ ჯგუფში(წლამდე ასაკის გამოკლებით), განსაკუთრებით გაზრდილი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა 44-ე კვირაზე, ხოლო ამჟამად   მატებაა  წინა კვირეებთან შედარებით.

“რაც შეეხება აღნიშნული დიაგნოზით ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებებს, გვაქვს შემთხვევები, როცა პაციენტს აღენიშნება მაღალი ტემპერატურა, ძლიერი ხველა, სუნთქვის უკმარისობა, საერთო მდგომარეობის დამძიმება, ასეთ შემთხვევაში ბინაზე მკურნალობა რისკის შემცველია,ამიტომ ხორციელდება მათი ჰოსპიტალიზება სტაციონარის პირობებში კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მისაღებად და სპეციფიური მკურნალობის ჩასატარებლად. ასეთი გართულებებით იანვრიდან დღემდე ჰოსპიტალიზებული იქნა 11 პაციენტი”,_ ამბობს სიმონიშვილი.

ცნობისთვის, გრიპი მუდმივად აქტუალური პრობლემაა, ვინაიდან გრიპის ვირუსი ყოველწლიურად დაახლოებით ერთ მილიარდამდე ადამიანს აინფიცირებს და ზოგჯერ დაავადება საკმაოდ მძიმედაც მიმდინარეობს.

“სეზონური გრიპი” საქართველოში შემოდგომიდან იწყება და, როგორც წესი, ადრეულ გაზაფხულამდე გრძელდება.

როგორც ეპიდემიოლოგი ელზა სიმონიშვილი გვეუბნება, ხშირად მოსახლეობა ვერ ახდენს დიფერენცირებას,თუ რა განსხვავებაა მსგავსი სიმპტომებით მიმდინარე რესპირატორულ(სასუნთქი გზების) ინფექციებს შორის, ამიტომ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მუდმივად ახდენს საინფორმაციო სახის განმარტებებს აღნიშნული ინფექციების სიმპტომატიკასა და პრევენციულ ღონისძიებებზე, განსაკუთრებით ეს ეხება ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებს, რომელთა სამედიცინო პერსონალი საქმის კურსშია გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე.

“ამ დღეებში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმების მიერ  კიდევ ერთხელ-დამატებით დაგეგმილია შეხვედრა ზოგადსაგანმანათლებლო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა ხელმძღვანელებთან და სამედიცინო პერსონალთან, სადაც განხილული იქნება დაავადებათა კონტროლისა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები.

იმისათვის, რომ მოსახლეობას უფრო გარკვეული წარმოდგენა ჰქონდეს სეზონური ვირუსების, აგრეთვე მსგავსი სიმპტომებით მიმდინარე სხვა გრიპისმაგვარი დაავადებების შესახებ, განვიხილოთ, რა მსგავსება და განსხვავებაა მათ შორის:

რა განსხვავებაა გრიპსა და გაციებას შორის? 

გრიპსა და გაციებას შეიძლება ჰქონდეს მსგავსი სიმპტომები, როგორიცაა ცხვირიდან  გამონადენი და ხველა. მაგრამ გაციების სიმპტომები ჩვეულებრივ მსუბუქია, ხოლო გრიპის სიმპტომები შეიძლება იყოს მძიმე და გამოიწვიოს სერიოზული გართულებები. გაციებასა და გრიპს განსხვავებული მიკროორგანიზმები იწვევს.

რა არის გრიპის სიმპტომები? 

გრიპის სიმპტომები ჩვეულებრივ სწრაფად ვითარდება და შეიძლება მოიცავდეს:

  • ცხელება.
  • შემცივნება.
  • ძვალ-სახსროვანი და კუნთოვანი  ტკივილები.
  • ხველა.
  • თავის ტკივილი.
  • ყელის ტკივილი.
  • ცხვირის გამონადენი ან გაჭედვა (შეშუპება).
  • დაღლილობა ან სისუსტის შეგრძნება.
  • დიარეა ან პირღებინება (უმეტესად ბავშვებში).

გრიპის ვირუსის ტიპები

რაც შეეხება გრიპის ვირუსის ტიპებს, ყველაზე გავრცელებულია A და B ტიპები. A ტიპის ვირუსი იწვევს ყველაზე მძიმე კლინიკურ სურათს და პასუხისმგებელია პანდემიების უმეტესობაზე. B ტიპის გრიპი უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ეპიდემიური აფეთქებები. C ტიპის ვირუსს კი იშვიათად აქვს მნიშვნელოვანი კლინიკური გამოვლინებები.

გრიპის კლინიკური სურათის სიმძიმე დამოკიდებულია ვირუსის შტამზე, დაინფიცირებული პიროვნების ასაკსა და ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე.

განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფებს მიეკუთვნება  მცირეწლოვანი ბავშვები, ხანდაზმულები, ორსულები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები. ყველაზე ხშირი გართულებებია ვირუსული და ბაქტერიული პნევმონია, ასევე გულ-სისხლძარღვთა პრობლემები.

როგორ ვრცელდება გრიპი? 

გრიპის ვირუსი ვრცელდება პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტაქტით სხვა ინფიცირებულ ადამიანთან. გავრცელების გზებია:

ჰაერ-წვეთოვანი:

ინფიცირებული/დაავადებული ადამიანის ხველების, ცემინების ან საუბრის შემდგომ წვეთები შეიძლება მოხვდეს  ხელებზე, ან პირდაპირ ცხვირისა და პირის ლორწოვანზე აღმოჩნდეს. ამის შემდეგ ვირუსი გადადის ფილტვებში.

კონტაქტური

თუ ადამიანი გრიპის ვირუსით დაბინძურებულ ზედაპირს შეეხო და შემდეგ კი სახეზე, ცხვირზე, პირზე ან თვალებზე მოხვდა ხელი, ესეც გრიპის გავრცელების ერთ-ერთი გზაა. ხსენებული ზედაპირი შეიძლება იყოს, კარის სახელურები, მაგიდები, კომპიუტერები, ტელეფონები და ა.შ.

გრიპით დაავადებული ადამიანის გადაკოცნით, ხელების ან სახის შეხებით, შემდეგ კი საკუთარი სახის, ცხვირის, პირის ან თვალების შეხებით.

რამდენი ხნის შემდეგ გამოვლინდება გრიპის სიმპტომები კონტაქტის შემდეგ?

თუ ინფიცირებული ხართ, ჩვეულებრივ გრიპის სიმპტომები გამოგივლინდებათ ექსპოზიციიდან ერთიდან ოთხ დღემდე (ინკუბაციის პერიოდი).

გრიპის მკურნალობა

სიმპტომური თერაპია

 ანტივირუსული პრეპარატები

ანტიბიოტიკები

არ მოქმედებენ უშუალოდ ვირუსზე, მაგრამ საჭიროა ბაქტერიული გართულებების (მეორადი პნევმონია) დროს.

დამხმარე ღონისძიებები

მნიშვნელოვანია დასვენება და წოლის რეჟიმი. ასევე, უხვი რაოდენობით სითხის მიღება დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად

ჰოსპიტალიზაცია

  1. შეიძლება დასჭირდეს მძიმე შემთხვევებში, განსაკუთრებით ბავშვებსა და ხანდაზმულებში

გრიპის პრევენცია

  • ყოველწლიური ვაქცინაცია გრიპის სეზონის დაწყებამდე
  • ხელის ჰიგიენა, რესპირატორული ეტიკეტი
  • საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიდან მორიდება ეპიდაფეთქების დროს

უმნიშვნელოვანესია სიმპტომებიანი ადამიანების იზოლაცია, ეს პრობლემა განსაკუთრებით ეხება ბავშვთა დაწესებულებებს, ამიტომ კატეგორიულად დაუშვებელია სკოლამდელ და სასკოლო , აგრეთვე სხვადასხვა მიმართულების წრეებსა და ჯგუფებში სიმპტომებიანი ბავშვებისა და მოზარდების დაშვება.

გრიპიელზა სიმონიშვილი
გაზიარება13Tweet8Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა _ გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

15:06; 13 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

18 წლის ბიჭს ეძებენ

14:50; 13 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ბათუმის აეროპორტიდან სტამბოლის მიმართულებით უამინდობის გამო ფრენები გაუქმდა

13:46; 13 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

უამინდობის გამო გზებზე განსხვავებული რეჟიმი მოქმედებს – გზების დეპარტამენტი განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

13:37; 13 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

გაკონტროლდება სამსახურში მისვლისა და წამოსვლის დრო ! – ვის შეეხება სიახლე, რომელიც 15 იანვრიდან ამოქმედდება

12:15; 13 დეკემბერი, 2025

“კობახიძე ყველაზე მეტად კორუმპირებულია” – ნათია მეზვრიშვილი

“ამ ჩანაწერში ისეთი უჩვეულო ნიშნები აღმოჩნდა…” – ბაჩიაშვილის საქმეზე გამოკითხეს ექსპერტი

ყველა სიახლე

საზოგადოება

ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა _ გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

15:06; 13.12.2025
საზოგადოება

18 წლის ბიჭს ეძებენ

14:50; 13.12.2025
ზაფრანი

ადამიანი, ასტროლოგია, ნაყინი…

14:37; 13.12.2025
Happy Laughing Women Drinking Champagne and Singing Xmas Song
ზაფრანი

ვინ არ უნდა გადაიმტეროთ

14:36; 13.12.2025
ზაფრანი

ყველაზე არასერიოზული ადამიანები

14:34; 13.12.2025
ზაფრანი

ქალურობის ჰოროსკოპი

14:24; 13.12.2025
საზოგადოება

ბათუმის აეროპორტიდან სტამბოლის მიმართულებით უამინდობის გამო ფრენები გაუქმდა

13:46; 13.12.2025
საზოგადოება

უამინდობის გამო გზებზე განსხვავებული რეჟიმი მოქმედებს – გზების დეპარტამენტი განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

13:37; 13.12.2025
საზოგადოება

გაკონტროლდება სამსახურში მისვლისა და წამოსვლის დრო ! – ვის შეეხება სიახლე, რომელიც 15 იანვრიდან ამოქმედდება

12:15; 13.12.2025
მსოფლიო

დონალდ ტრამპი – ვმუშაობთ, რომ ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა სამშვიდობო შეთანხმებას ახლა მივაღწიოთ

11:04; 13.12.2025
ფეისბუქსტატუსები

“ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

10:59; 13.12.2025
საზოგადოება

მოსალოდნელია ძლიერი თოვა და ტემპერატურის ვარდნა – ამინდი უარესდება

10:07; 13.12.2025
საზოგადოება

დღეს 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის ფინალური შოუ გაიმართება

10:04; 13.12.2025
საზოგადოება

გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია – გაფრთხილება მძღოლებს

10:00; 13.12.2025
სამართალი

ოზურგეთში 75 წლის კაცს ავტომობილი დაეჯახა

22:44; 12.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

10:59; 13.12.2025
0

SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

11:51; 10.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო