ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაცია ამის შესახებ ჯგუფში მოხალისეები გურიისთვის ვრცელდება.
ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ხანძრის შედეგად ალიოშა მუკბანიანის ოჯახში არავინ დაშავებულა.
ხანძრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას “გურია ნიუსს” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ნაგომრის ადმინისტრაციულ ერთეულში მიხეილ ცქვიტიშვილი უდასტურებს.
“მსხვერპლი არ არის, ყველა გადარჩა. დედა, მამა და სამი მცირეწლოვანი ბავშვი გადაგვყავს ახლა სასტუმროში. ხანძრის გამომწვევ მიზეზე ვერაფერს გეტყვით. შესაბამისი სამსახურები დაადგენენ”,_ გვითხრა მიხეილ ცქვიტიშვილმა.
ხანძრის შესახებ კი ინფორმაცია ჯგუფში “მოხალისეები გურიისთვის” თამო ონიანმა გაავრცელა.
“მერია უზრუნველყოფს დროებითი საცხოვრებლით და მიიღებენ შესაბამის ზომებს, მაგრამ ასეთ დროს მნიშვნელოვანია პირველადი საჭიროების დაკმაყოფილება და იქნებ ახლაც შევძლოთ დახმარება”,_ წერს სოციალურ ქსელში თამო ონიანი.


































































