შავი მოცვი
მდიდარია უჯრედისით, შაქარს კი მინიმალური რაოდენობით შეიცავს. შავი მოცვის რეგულარული მიღების შემთხვევაში უმჯობესდება მხედველობა, აზროვნება, მეხსიერება. ტრადიციული ტკბილი დესერტი შავი მოცვით შეცვალეთ. შეგიძლიათ მას ნაღებიც დაუმატოთ.
შვრია
ქარვის მჟავის, უჯრედისის და ცილების არაჩვეულებრივი საბადოა. შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ფაფის სახით, ასევე გამოიყენოთ სალათებშიც.
კომბოსტო
თითქოსდა ვიზუალურად არამიმზიდველი კომბოსტო, ნამდვილი საგანძურია სასარგებლო ნივთიერებების, C ვიტამინისა და უჯრედისის შემცველობის თვალსაზრისით. გარდა ამისა, მის შემადგენლობაში შემავალი სხვა ნივთიერებების წყალობით, კომბოსტო კიბოს პროფილაქტიკისთვის კარგი საშუალებაა.
სარდინები
დაკონსერვებული სარდინები იაფია, ხელმისაწვდომი და თანაც მომზადება არ სჭირდება. მათი მთავარი პლუსი კი ისაა, რომ დიდი რაოდენობით ცხიმოვან მჟავა ომეგა 3-ს შეიცავს, რომელსაც სილამაზის მჟავას უწოდებენ. თუ სარდინების რბილ ძვლებსაც მიირთმევთ, ორგანიზმს კალციუმითა და ცილებით უხვად მოამარაგებთ. ეს კი სილამაზისა და მომხიბვლელობისთვის ნამდვილად შესანიშნავია.