აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 5 მაისს განაცხადა, რომ არანაირი კავშირი არ გააჩნია ფოტოსთან, რომელზეც ის რომის პაპის ფორმაშია და რომელიც მისი და თეთრი სახლის სოციალურ ქსელების ოფიციალურ გვერდებზე გამოქვეყნდა.
„მე ამასთან არანაირი კავშირი არ მაქვს. ვიღაცამ მოიგონა ჩემი სურათი რომის პაპის კოსტიუმში და დადო ინტერნეტში. ეს მე არ გამიკეთებია და წარმოდგენა არ მაქვს, საიდან მოვიდა. შეიძლება, ეს ხელოვნური ინტელექტი იყო. ამის შესახებ არაფერი ვიცი. თუმცა, გუშინ საღამოს ჩემი მეუღლე ფიქრობდა, რომ ეს სურათი ძალიან საყვარელი იყო“, _ განაცხადა ტრამპმა კათოლიკეების პასუხად, რომლებმაც სურათი გააკრიტიკეს.
ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ გაჩნდა ეს სურათი სოციალურ ქსელში თეთრი სახლის ოფიციალურ გვერდზე, ტრამპმა ასეთი პასუხი გასცა: „უფლება მომეცით, დავისვენო. ვიღაცამ უბრალოდ იხუმრა. ყველაფერი წესრიგშია. ცოტათი ხომ უნდა ვიმხიარულოთ“.
აშშ-ს პრეზიდენტმა საკუთარი პორტრეტი რომის პაპის ფორმაში 2 მაისს სოციალურ ქსელ Truth Social-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი ეს გამოსახულება პლატფორმა X-ის თეთრი სახლის ოფიციალურ გვერდზეც გამოჩნდა.
Reporter: Some Catholics are not happy about the image of you looking like the Pope
Trump: You mean they can’t take a joke? You mean the fake news. The Catholics loved it. I had nothing to do with it. Maybe it was AI. My wife thought it was cute. Ha ha
Reporter: It was put out… pic.twitter.com/eo80ACv6OQ
— Acyn (@Acyn) May 5, 2025































































