ნაოჭები ჩვენი ორგანიზმის და ჯანმრთელობის პრობლემების შედეგი შეიძლება იყოს. ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები პირდაპირ კავშირშია ნაოჭების გაჩენასთან:
ოსტეოპოროზი
ჩატარებული გამოკვლევების თანახმად, თქვენი კანი ერთგვარი სარკმელია, რომელიც ძვლების მდგომარეობას აირეკლავს. კვლევაში 40-დან 50-წლამდე ასაკის 100-ზე მეტი ქალბატონი მონაწილეობდა, რომელთაც მენოპაუზა ჰქონდათ. გაირკვა, რომ იმ ქალბატონებს, რომელთაც ყველაზე მეტად ჰქონდათ გამოხატული ნაოჭები, ძვლოვანი ქსოვილის ყველაზე დაბალი სიმტკიცე აღენიშნებოდათ.
გულის დაავადებები
ყურის ბიბილოზე გაჩენილი დიაგონალური ნაკეცი შესაძლოა გულის დაავადებაზე მიანიშნებდეს. სკანირების შედეგად შეგროვილი მონაცემების მიხედვით, ადამიანები, რომელთაც ეს ნაოჭი აღენიშნებოდათ, რომელსაც სხვანაირად ფრანკას ნიშანსაც უწოდებენ, უფრო მეტად იყვნენ მიდრეკილნი გულის დაავადებებისადმი, ვიდრე ისინი, ვისაც გლუვი ბიბილოები ჰქონდათ. საქმე იმაშია, რომ გულის დაავადებების დროს ყურის უწვრილეს კაპილარებში სისხლის მიმოქცევა ირღვევა და ნაოჭის გაჩენაც ამის შედეგია.
მაღალი არტერიული წნევა
ქალები, რომლებიც ასაკთან შედარებით ახალგაზრდულად გამოიყურებიან და გვიან ბერდებიან, დაბალ არტერიულ წნევას ატარებენ.
სტრესი
ექიმები აღნიშნავენ, რომ გამუდმებული სტრესი ნაოჭების გაჩენას იწვევს. სტრესის დროს ორგანიზმში დიდი რაოდენობით კორტიზოლი გამოიყოფა, რომელიც კოლაგენს ანადგურებს. დაძაბულობის დროს კი ადამიანს გამუდმებით შუბლი აქვს შეჭმუხნული, რაც მასზე ნაოჭების გაჩენას იწვევს, თუმცა, არა მხოლოდ შუბლზე.
ბევრი შაქარი
თუ თქვენ გამუდმებით მიირთმევთ ტკბილეულს, ეს ნაოჭების გაჩენას უწყობს ხელს. ორგანიზმში მოხვედრილი შაქარი სხვადასხვა ქიმიურ პროცესებს გადის, ის უერთდება ცილებს და გლიკირებულ პროდუქტად ყალიბდება, რომელსაც კოლაგენზე ისეთივე დამღუპველი გავლენა აქვს, როგორც კორტიზოლს. თუ ტკბილეულის მოყვარული ხართ შეეცადეთ შოკოლადები და კანფეტები ხილზე მაინც გადაცვალოთ.
































































