გთავაზობთ შამპუნის დამზადების გამოცდილ მეთოდს, რომლის საშუალებითაც დაზოგავთ ყოველთვიურად თანხას და მისი გამოყენების შემდეგ დარწმუნდებით, რომ იგი სჯობს ბევრ სხვა ადრე ნაცად შამპუნს.
როგორ მოვამზადოთ:
დაგჭირდებათ ადუღებული წყალი, ნატურალური საპონი, გლიცერინი, რომელსაც თავისუფლად შეიძენთ აფთიაქებში და გვირილა.
ორი ჩაის კოვზი გვირილა ჩაყარეთ ნახევარ ლიტრიან ქილაში, დაასხით 150 მილიგრამი ადუღებული წყალი და 5 წუთი გააჩერეთ.
გახეხეთ ნატურალური საპონი და ასევე ორი ჩაის კოვზი მოათავსეთ სხვა ნახევარ ლიტრიან ქილაში, ამასაც დაუმატეთ 200 მილიგრამი ადუღებული წყალი, შემდეგ კარგად აურიეთ, იქამდე, სანამ არ გადნება.
ამის შემდეგ გვირილის ქილიდან გადაწურეთ გვირილის ნაყენი საპნიან ქილაში და კარგად აურიეთ, შედეგად გექნებათ 350 მილიგრამი სითხე, რომელსაც უნდა დაუმატოთ ერთი ჩაის კოვზი გლიცერინი.
ორი საათის შემდეგ სითხე დაიწყებს გამკვრივებას და თქვენი ნატურალური შამპუნიც მზადაა!
გაფრთხილება: რადგან შამპუნს არ აქვს ბევრი ქიმიური დანამატი, თმაზე დატანისას აქაფების შემდეგ ძალიან ტენიანი ხდება, თუმცა როდესაც გაშრება, თმა იძენს ბზინვარებასა და მოცულობას.
ავტორი



































































