9 წლის ბავშვი სამსახურიდან მისულ მამას გარდაცვლილი დახვდა, დედა კი – უგონო მდგომარეობაში. შემთხვევა დღეს დილით, ხაშურში მოხდა. ინფორმაციას “მოზაიკა” ავრცელებს.
როგორც “მოზაიკას” უთხრეს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დედა ხაშურის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანა.
“მამას დილით, როდესაც მორიგეობიდან სახლში დაბრუნდა, ეს ვითარება დახვდა”, – უთხრეს “მოზაიკას”.
ფაქტზე პოლიციამ გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
წყარო: მოზაიკა


































































