ერთხელ მსახიობი დიმიტრი ტატიშვილი კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდა.
„მეუღლემ დამირეკა, – ბავშვები შენ გამოიყვანე ბაღიდანო (ტყუპი გოგონები მყავს). მივედი ბაღში.
– ჩემი შვილები უნდა წავიყვანო სახლში, – ვუთხარი მასწავლებელს.
– ამოირჩიეთ, რომლებია, – ჩავვარდი საგონებელში.
– აი, ის ორი – დავადგი თვალი, ძალიან რომლებიც მომეწონა იმათ.
– თქვენია? – დაეჭვდა მასწავლებელი.
– საკუთარი, – არ გავიტეხე იხტიბარი.
– თქვენი მამააა? – შეეკითხა მასწავლებელი ბავშვებს.
– ალლლააა!! – იღრიალეს ბავშვებმა.
– თქვენი არაა! – არა! – გაკაპასდა მასწავლებელი.
მოკლედ, ჩემ ცოლს დაურეკეს და ძლივს გაგვატანეს ბავშვები. საქმე ის იყო, რომ როლში წვერი მქონდა და იმ დილით გავიპარსე. ასეც ხდება, ვერ მიცნეს შვილებმა.“































































