ვიტამინები, მინერალები და მიკროელემენტები, რომელიც სტაფილოს წვენში შედის, დადებითად მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე და დღეგრძელობას უზრუნველყოფს – ასეთია მეცნიერების დასკვნა, ბოლო დროს ჩატარებული კვლევების შემდეგ.
სტაფილო, 80% წყლისგან შედგება, სამაგიეროდ, დანარჩენი 20%, სასარგებლო ნივთიერებების ნამდვილი საკუჭნაოა. მასში დიდი რაოდენობის ნახშირწყლები (მათ შორის, ნატურალური შაქარი), ცილები, A, С, K Е, С და В ჯგუფის ვიტამინები, ომეგა-6 და ომეგა-3 მჟავები, ფოსფორი, კალციუმი, მაგნიუმი, სპილენძი, ქრომი, რკინა, ფტორი, ქლორი და უამრავი სხვა მიკროელემენტი შედის.
ხოლო, კაროტინოიდული პიგმენტები, რომელსაც ეს ბოსტნეული შეიცავს, დიდი ანტიოქსიდანტური აქტივობით გამოირჩევა და ამიტომ, სტაფილოს წვენი თავისუფალი რადიკალების წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო იარაღია.
გარდა ამისა, სტაფილოს წვენში შემავალი ვიტამინები, ხელს უშლის იმუნური სისტემის უჯრედების განადგურებას. სტაფილოს წვენი ასევე შეიცავს ლუთეინს და ბეტა-კაროტინს, რომელიც ორგანიზმს სისხლის და სხვა ორგანოების ონკოლოგიური დაავადების განვითარების რისკისგან იცავს. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები, რომლებიც ცდებს, სტაფილოს ექსტრაქტის გამოყენებით, ლეიკოზის უჯრედებზე ატარებდნენ.
გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ სტაფილო მოხარშული სახით, უმზე უფრო სასარგებლოა. ხოლო, ამის მიზეზი ის არის, რომ თერმული დამუშავების დროს, სტაფილოს შემადგენლობაში არსებული მყარი ბოჭკოვანების სტრუქტურის მსხვრევა და ჩვენი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლო, ბეტა–კაროტინის გამოთავისუფლება ხდება.
მოხარშული სტაფილო, ყოველდღიურად გამოყენების შემთხვევაში, ამაგრებს ღრძილებს, არეგულირებს ნაწლავების მიკროფლორას, აუმჯობესებს კანის სტრუქტურას. დიეტოლოგების რეკომენდაციით, სტაფილო, ნებისმიერ ასაკში, შეგვიძლია მივირთვათ უმი, მოხარშული ან გამომცხვარი სახით.
































































