ცაცხვის ჩაი ერთ -ერთი ყველაზე ჯანსაღი სასმელია, რადგან, ის შეიცავს სხვადასხვა ვიტამინებსა და მინერალებს.
ცაცხვის ჩაის დალევა ათავისუფლებს ეთერზეთებს, რომლებიც ამცირებენ სტრესს და შფოთვას. ბუნებრივი დამამშვიდებელი თვისებები ამცირებს ორგანიზმში სტრესის ჰორმონების რაოდენობას. როგორც მრავალრიცხოვანმა კვლევებმა აჩვენა, ისინი ამცირებენ დატვირთვას გულზე და დეპრესიის დაძლევაში ეხმარებიან ადამიანს.
ცაცხვის ჩაიში შემავალი ნაერთები ძლიერ ანთების საწინააღმდეგო ეფექტს ახდენს მთელ სხეულზე. ექიმები გვირჩევენ მის გამოყენებას კუნთების ტკივილისა და სახსრების დაავადებების დროს, ასევე, სისხლძარღვების და სასუნთქი გზების ანთების დროს.
ცაცხვის ჩაის ანტიოქსიდანტების იმუნოსტიმულატორული თვისებების გარდა, ამ სასმელის დიაფორეზული ბუნება ამცირებს ცხელებას და ხელს უწყობს სწრაფ გამოჯანმრთელებას. ცაცხვის ყვავილები შეიცავს ანთების საწინააღმდეგო ნაერთებს, რომლებიც ამშვიდებს სასუნთქ გზებს, ხელს უწყობენ ლორწოს და ნახველის გამოყოფას და აგარიდებენ გაციებისა და გრიპის ზოგიერთ ყველაზე გავრცელებულ სიმპტომს.
საუკეთესო წამალია კუჭ -ნაწლავის ტრაქტისთვის – მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ცაცხვის ჩაი შესანიშნავი ანტისპაზმური საშუალებაა, ის ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ამცირებს ანთებას ნაწლავებში. ეს ხელს უწყობს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის, წყლულოვანი კოლიტის, მეტეორიზმის, წყლულების სიმპტომების შემსუბუქებას.
ცაცხვის ჩაიში შემავალი ანტიოქსიდანტები ამცირებენ არტერიულ წნევას და ხელს უშლიან სისხლის შედედებას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ათეროსკლეროზის ან სისხლის შედედების რისკს. ცაცხვის ჩაი არის კარგი პრევენცია გულის შეტევის, ინსულტის ან გულის კორონარული დაავადების წინააღმდეგ.































































