შინაგან საქმეთა სამინისტრომ უგზო- უკვლოდ დაკარგულ პირთა შესახებ ახალი სტატისტიკა გამოაქვეყნა.
აღნიშნული სტატისტიკა 1973წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
ამ მონაცემების მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში გურიაში 101 ადამიანი დაიკარგა, მათგან 90 მოიძებნა, ხოლო 11 მოსაძებნი რჩება. გავრცელებული ცნობით, აღნიშნული ნაშთი 1973-2024 წლების სტატისტიკას მოიცავს.
სტატისტიკის თანახმად, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებს შორის 2 არასრულწლოვანია.
ამავე სტატისტიკის თანახმად, წელს, წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში გურიაში არავინ დაკარგულა.
































































