ყველაზე მტკიცე ნივთიერება ადამიანის ორგანიზმში — კბილის ემალია.
ყოველი 2000 ახალშობილიდან – ერთი, კბილებით იბადება.
ყველაზე ძვირიანი კბილი, ლონდონის აუქციონზე 1816 წელს, 3 633 დოლარად გაიყიდა. დღევანდელი კურსით, აღნიშნული თანხა 35700 დოლარს შეადგენს. კბილი ცნობილ მეცნიერს ი. ნიუტონს ეკუთვნოდა და ის ოქროს ბეჭედში იყო ინკრუსტირებული.
კბილის პირველი პასტა („Dr. Shefield’s Creme Dentifrice“) იმ ფორმით, როგორიც ახლა არის, 1892 წელს კომპანიამ – „Sheffield Pharmaceuticals“ გამოუშვა.
65 წელს გადაცილებული ადამიანების 60%–ს შეუძლია საკუთარი კბილების სრული კომპლექტით დაიკვეხოს.
პირველი ელექტრონული კბილის ჯაგრისი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, შვეიცარიაში დააპატენტეს. ის დენზე სადენით ირთვებოდა და ბევრს ასეთი იდეა ცოტა უჩვეულოდ ეჩვენებოდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჯაგრისების ამ სახეობამ მალე მოიპოვა პოპულარობა და ამჟამად, მსოფლიო მოსახლეობის 12% სწორედ ელექტროჯაგრისებით სარგებლობს.
მხოლოდ აშშ-ში, წლის მანძილზე, 53 000 000 ლიტრი კბილის პასტა იყიდება, რომლითაც 30 ოლიმპიური საცურაო აუზის ავსება არის შესაძლებელი.
მას, ვინც დღეში 3-ჯერ იხეხავენ კბილებს, ჭარბი წონა ნაკლებად აწუხებთ – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ იაპონელი მეცნიერები, 14 ათას ადამიანზე დაკვირვების შემდეგ.
ორგანიზმში არსებული კალციუმის მარაგის 99% კბილებში და ძვლებშია გადანაწილებული.
ორგანიზმის ერთადერთი ნაწილი, რომელსაც თვითაღდგენა არ შეუძლია – კბილებია.
არ არსებობს კბილის ერთნაირი მწკრივი. ყბის აგებულება, მდებარეობა, ზომა და ფორმა, ყველა ადამიანს საკუთარი, ინდივიდუალური აქვს. კბილების აგებულება ისეთივე უნიკალური და ინდივიდუალურია, როგორც თითის ანაბეჭდები.
როგორც სტომატოლოგებმა დაამტკიცეს, ვაშლი კბილებს ამაგრებს და პირის ღრუში კარიესის გამომწვევ ბაქტერიებს ანადგურებს. ამიტომ, თუ კბილების გასუფთავების საშუალება ხელთ არა გაქვთ, ვაშლი მიირთვით.

































































