ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი გურიის რეგიონს სტუმრობს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს.
„დიდი სიამოვნებაა გურიაში სტუმრობა. პარტნიორი ორგანიზაციები, რომლებსაც შევხვდით ნათელი დასტურია იმისა, თუ რას მიაღწია საქართველომ და ევროკავშირმა ერთად”,_ განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
“ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი გურიის რეგიონს ეწვია და კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს თითოეული თემის მიმართ.
ეწვია და კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს თითოეული თემის მიმართ.
ელჩი ასევე შეხვდა სტუდენტურ ახალგაზრდულ საბჭოს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და ხაზი გაუსვა ევროკავშირის უწყვეტ მხარდაჭერას განათლების, სამოქალაქო აქტივიზმისა და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით”,_ წერია გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
































































