მეგი დიასამიძეს ბრალი წარუდგინეს. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე ავრცელებს.
“მეგი დიასამიძეს ბრალი წარუდგინეს.
დაახლოებით ანალოგიური შემთხვევა იყო 2010 წელს. ბუშის ქუჩაზე ირაკლი კაკაბაძემ და რამდენიმე აქტივისტმა აქცია გამართეს. ქუჩისათვის ბუშის სახელის გადარქმევა მოითხოვეს და ბუშის ბანერს ულვაშები დაახატეს. მერია ამტკიცებდა, რომ პლაკატის გამოცვლა მოუწიათ და 2000 ლარამდე დაუჯდათ ახალი პლაკატის დამზადება. ამ თანხის ანაზღაურებისათვის მერიამ სამოქალაქო დავა დაიწყო. სისხლის წესით ბრალი არავისთვის ყოფილა წარდგენილი. სისხლის სამართლის კოდექსში 187-ე მუხლი მაშინაც იყო”,_ წერს სოციალურ ქსელში “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე.





























































