ქართული TikTok-ის კონტენტი ცალკე საკვლევი მასალაა და აუცილებელია, რომ სპეციალისტებმა გააანალიზონ. ეს ისეთი ფენომენია, რომელზეც აუცილებლად უნდა ვისაუბრო და გამოვყო რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი:
1. ნარკოტიკების პირდაპირი პროპაგანდა
2. ქურდული და კრიმინალური აზროვნების პოპულარიზაცია
3. პირდაპირი ბულინგი და ადამიანების დამცირება
4. დაბალ ხარისხის და მდაბიო და მძიმე ფორმის პროპაგანდა რუსეთის მიმართ დიდი სიყვარულით და ევროპული ღირებულებების დაცინვა და გაშარჟება
5. მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების დაცინვა და ბულინგი
6. რამდენიმე ვიდეო, სადაც პირდაპირ გაჟღერებულია სუიციდის მცდელობა და სუიციდური აზრები
7. არასრულწლოვნების მიმართ ძალადობის წახალისება
8. ყოველი მეორე „ნუტრიციოლოგი“ და „დაიეტოლოგი“, რომლებიც თავად არ არიან კვალიფიციურები, მაგრამ არეკლამებენ ყველაფერს და გასაგებ მიზეზების გარეშე ურჩევენ ხალხს სხვადასხვა მეთოდებს
ეს ყველაფერი ძაან ბევრია ? თუ მხოლოდ მე მხვდება, თუ რეალურად ასეა? დაწერეთ კომენტარებში და ერთად განვიხილოთ. _ წერს სოციალურ ქსელში ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე.






























































