სენაკში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევა ერთ-ერთ სოფელში მოხდა.
როგორც წყარო გვეუბნება, სახლი მერის წარმომადგენლის იყო. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
“საშინელი ხანძარი იყო… სახლი ჩვენი სოფლის რწმუნებულს ეკუთვნოდა. გამოსვლა დროულად შეძლეს და არავინ დაშავებულა”, _ გვეუბნება წყარო.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ დრომდე, უცნობია.




























































