2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მერის პოზიციაზე ორი კანდიდატი იყრის კენჭს :,, ლელოდან” ბადრი ვაშაკიძე და ,,ქართული ოცნებიდან” დავით ბახტაძე.
სამტრედიის მუნიციპალიტეტში ,,ლელოს” მერობის კანდიდატმა, ბადრი ვაშაკიძემ 54- ე ოლქის მე-2 საარჩევნო უბანზე 13 საათსა და 30 წუთზე მისცა ხმა. დარეგისტრირებული 2909 ამომრჩევლიდან, იმ დროისთვის, მე-2 უბანზე ხმის მისაცემად 433 ამომრჩეველი იყო მისული. ,,ქართული ოცნების”მერობის კანდიდატმა, დავით ბახტაძემ კი თავისი მოქალაქეობრივი პოზიცია მე- 5 საარჩევნო უბანზე 13 საათსა და 40 წუთზე დააფიქსირა. იმ დროისთვის მე-5 საარჩევნო უბანზე 1215- დან ხმის მიმცემი 293 ამომრჩეველი იყო გამოცხადებული. ადმინისტრაციის განცხადებით, არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და საჩივარი არ დაწერილა.
































































