ამ დროისთვის, ცესკოს მონაცემებით, საქართველოს ყველა საარჩევნო უბნის წინასწარი შედეგები ცნობილია. იმავე მონაცემებით, გურიის სამივე მუნიციპალიტეტის საკრებულოები „ქართული ოცნების“ აბსოლუტური უმრავლესობით იქნება დაკომპლექტუბული.
ოზურგეთი: „ქართული ოცნება“ _ 24 001(86.797%) ხმა, „ძლიერი საქართველო – ლელო“ _ 1 492(5.396%) ხმა, „გახარია საქართველოსთვის – 1 122(4.058%) ხმა; ლანჩხუთი: „ქართული ოცნება“ _ 1 0115(79.408%) ხმა, „ძლიერი საქართველო – ლელო“ _ 904 (7.097%) ხმა; „გახარია – საქართველოსთვის“ _ 750 (5.888%) ხმა, „გირჩი“ _ 648 (5.087%) ხმა, ჩოხატაური“ – „ქართული ოცნება“ _ 7 476 (81.992%) ხმა, „ძლიერი საქართველო – ლელო“ _ 847 (9.289%) ხმა, „გახარია – საქართველოსთვის“ _ 302 (3.312%) ხმა.
ამ მონაცემების მიხედვით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მმართველ პარტიასთან ერთად სამივე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეიძლება ვიხილოთ, ჩოხატაურის საკრებულოში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, „ლელოს“ ერთ ან ორ წევრი იქნება, რაც შეეხება ოზურგეთის საკრებულოს, აქ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, „ლელოს“ ორი ან სამი წევრი და „გახარიას – საქართველოსთვის“ ერთი წევრი შეიძლება ვიხილოთ.
„გურია ნიუსი“ საკრებულოს წევრების შესახებ დაზუატებულ ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.


































































