თუ რენე ზელვეგერს სწყურია, წყალს სვამს, თუ შია, წყალს ჭამს. ცნობილი მსახიობი ყოველთვის არ არის კმაყოფილი მისი გარეგნობით. მადის დასათრგუნად ყინულის კუბებს იყენებს. მათ ღეჭავს და ამით ორგანიზმს ატყუებს.
ჯენიფერ ლოპესი მაჯაზე წვეთ გრეიფრუტის ზეთს ისვამს. ასე ორგანიზმის მოტყუებას ცდილობს. როდესაც მადა იპყრობს, ეთერზეთის სურნელს ისუნთქავს და წარმოიდგენს, რომ შოკოლადის ფილა შეჭამა.
როდესაც ოზი ოსბორნის ქალიშვილს, კელი ოსბორნს წონაში დაკლება სჭირდება, დიეტაში არაფერს ცვლის. თეფშის გარდა. კელი თვლის, რომ წონის დაკლება შეიძლება კონტრასტული ფერების ჭურჭლის გამოყენებით. მაგალითად, ხორცს ჭამს თეთრი თეფშიდან, მწვანილს წითელი თეფშიდან, სპაგეტს შავი თეფშიდან. გოგონა იცავს კვლევის მონაცემებს, სადაც ნათქვამია, რომ დანაყრებისთვის საჭირო საკვების რაოდენობა საგრძნობლად მცირდება, თუ კონტრასტული ჭურჭლიდან მიირთმევთ.
მომღერალი ლედი გაგა აღიარებს, რომ ზედმეტი კილოგრამების სწრაფად დასაკლებად ჭიქა ვისკს სვამს, ნაბახუსევს ელოდება და მიდის სავარჯიშო დარბაზში, რომ კარგად გაოფლიანდეს.
როდესაც მსახიობი რიზ უიზერსპუნი თვლის, რომ რამდენიმე კილოგრამი მოიმატა, მაშინვე უარს ამბობს ჩვეულ დიეტაზე და ბავშვთა კვებაზე გადადის. საუბარია არა ულუფების ზომაზე, არამედ პროდუქტებზე, რომლებიც პატარა ქილებში იყიდება. ჩვილის საკვებს ნაკლები კალორია აქვს, ჰიპოალერგიულია და ზედმეტი ჭამა გამორიცხულია.
ყველაზე გემრიელი დიეტა მსახიობ უმა თურმანს აქვს. გასახდომად მსახიობი ტკბილეულს მიირთმევს, მაგრამ არა უჩვეულოს. მიირთმევს შავ შოკოლადს, უცხიმო პუდინგს და ხილის ყინულს. ამ დიეტის დაცვა მაქსიმუმ 5 დღე შეიძლება.

































































